Register  /  Forgot Password?
Categories
Subscribe For News
პატარა პრინცი
CURRENCY:
Price: 21.00 GEL
Author: ეგზიუპერი
Language: Georgian
ISBN: 9789941928390
Pages: 90
Weight: 0.230 kg
Status: In Stock
Description:

ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა.

ექვსი წლის წინ ავარია შემემთხვა საჰარის უდაბნოში. თვითმფრინავის ძრავაში რაღაც მოიშალა. რადგან არც მექანიკოსი მახლდა და არც მგზავრები, თვითმფრინავისთვის თვითონ უნდა მიმეხედა. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ვიდექი: სასმელი წყალი ერთი კვირა თუ მეყოფოდა.
პირველი ღამე ქვიშაზე, ადამიანთა საცხოვრებლიდან ათასი კილომეტრის დაშორებით გავათენე. შავ დღეში ვიყავი: თავს უფრო მარტოსულად ვგრძნობდი, ვიდრე ჩაძირული გემის ბედად გადარჩენილი მგზავრი, რომელიც ფარღალალა ტივის ანაბარა დარჩა შუა ოკეანეში. ამიტომაც ადვილად წარმოიდგენთ ჩემს გაოცებას, როდესაც განთიადზე, ბურანში, სუსტი ხმა ჩამესმა:
- ბატკანი დამიხატე... გეთაყვა!
მეხდაკრულივით წამოვხტი. თვალები მოვიფშვნიტე, კარგად დავაკვირდი და უცნაური ბიჭუნა დავინახე, რომელიც დინჯად მომჩერებოდა...
გაოცებისგან ფართოდ გახელილი თვალებით შევცქეროდი ამ უცნაურ გამოცხადებას. ნუ დაგავიწყდებათ, ადამიანებს ათასი კილომეტრი მაშორებდა. ჩემი ბიჭუნა კი გზააბნეულს, დაღლილობისგან ღონემიცლილს, შიმშილისა თუ წყურვილისგან მისავათებულსა და შიშისგან სულმიხდილს სულაც არ ჰგავდა. ადამიანების ადგილსამყოფელს ათასი კილომეტრით დაშორებული უდაბნოს შუაგულში ჩაკარგული ბავშვისა არაფერი ემჩნეოდა. გონს რომ მოვეგე, ვკითხე:
- კი მაგრამ... აქ რას აკეთებ?
თითქოს რაღაც საიდუმლოს მიმხელსო, წყნარად გამიმეორა:
- ბატკანი დამიხატე...
აი, ასე გავიცანი პატარა პრინცი

Comments
SEE ALSO
Outcomes intermediate students book
29.40 GEL
სიშორით...
სიშორით სიახლოვე
5.60 GEL
KINGMAKERS DAUGHETER
19.00 GEL
თანამედროვე...
თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგია 1
17.00 GEL
უღუ და თეთ და...
უღუ და თეთ და სხვა მოთხრობები
7.90 GEL
yvelaze cisperi tvali
12.60 GEL