Register  /  Forgot Password?
Categories
Subscribe For News
ინტერვიუ მამასთან
CURRENCY:
Price: 12.50 GEL
Author: გელა ჩარკვიანი
Language: English
ISBN: 9789941445330
Pages: 128
Weight: 0.500 kg
Status: In Stock
Description:

„რთულ პირობებში, უხარისხო აპარატურით, ჯერ მეოთხე სამმართველოს ვაკის საავადმყოფოში, მერე კი ჩემი მშობლების ბინაში კამოს ქუჩაზე 1989-92 წლებში მოვახერხე მამაჩემის ცხრასაათიანი ინტერვიუს აუდიო და ვიდეოფირებზე დაფიქსირება. ნაწყვეტები ამ ინტერვიუდან გამოყენებული იყო „რუსთავი 2-ის“ 2004 წლის სატელევიზიო ფილმში სახელწოდებით „ქართველები კრემლში და მის გარეთ“. მამაჩემთან საუბრების შეჯერებულ ვარიანტს დღეს უკვე სრული სახით წიგნად გთავაზობთ. კანდიდ ჩარკვიანის, როგორც ისტორიული წყაროს, სასარგებლოდ ისიც უნდა ითქვას, რომ მას სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ჰქონდა კარგი მეხსიერება, იყო განათლებული ადამიანი, საფუძვლიანად ფლობდა გერმანულ ენას, ერთნაირად კარგად წერდა ქართულად და რუსულად, 30-იან წლებში მუშაობდა ჟურნალისტად – “ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქტორად. მამაჩემი არ ყოფილა რეპრესირებული. შესაძლოა, სწორედ ამის გამო, მიუხედავად იმ სასტიკ, მარად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მიმდინარე პოლიტიკურ კონკურენციაში მონაწილეობისა, იგი ნაკლებად ავლენს მიკერძოებას. მისი შეფასებები მთლიანობაში მოკლებულია გესლსა და ქილიკს. პოლიტიკური მოღვაწეების შვილები თავიანთ ნაწერებსა თუ ზეპირ გამოსვლებში, უმეტესწილად, ცდილობენ, მამები განადიდონ ან მათი ქმედებები გაამართლონ. მე ამგვარ მიზანს არ ვისახავ და არც რაიმე ილუზიები მაქვს. რაკი წარმოვიდგენ 30-იანი წლების საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ რეალობას და ამ კონტექსტში მამაჩემის წარმატებული პარტიული კარიერის ელვისებურად აღმავალ ტრაექტორიას, ეჭვი არ მეპარება, რომ მაშინაც და შემდეგაც მას არაერთ მორალურ კომპრომისზე მოუხდებოდა წასვლა. და მაინც, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: კანდიდ ჩარკვიანის შვილობას ჩემთვის პრობლემა არასდროს შეუქმნია..."

Comments
SEE ALSO
Bridget Jones
38.90 GEL
ელემენტარული...
ელემენტარული ნაწილაკები
18.50 GEL
The beautiful and Damned
7.90 GEL
Le Preux a la Peau de Tigre
25.00 GEL
Russian Short Stories from Pushkin to...
Russian Short Stories from Pushkin to Buida
29.90 GEL
Dog Days (Diary of a Wimpy Kid #4)
15.90 GEL