Register  /  Forgot Password?
Categories
Subscribe For News
მარადიული
CURRENCY:
Price: 9.00 GEL
Author: ნიკოლოზ ჩხოტუა
Language: Georgian
ISBN: 9789941150852
Pages: 200
Weight: 0.500 kg
Status: In Stock
Description:

ნიკოლოზ ჩხოტუა დაიბადა ბათუმში 1905 წელს. მამამისი, შალვა ჭყონია, მდიდარი ქართველი ბიზნესმენი იყო, რომელიც თავადიშვილ პელაგია ჩხოტუაზე დაქორწინდა. მოგვიანებით სწორედ ეს გვარი აიღო ნიკოლოზმა.

16 წლის ნიკოლოზ ჩხოტუამ 1921 წელს, ქვეყანაში ბოლშევიკური არმიის შემოჭრის შემდეგ, დატოვა საქართველო და ევროპაში გაიქცა. 1940 წელს ის აშშ-ის მოქალაქე გახდა, 1954 წლიდან კი ოჯახით შვეიცარიაში გადავიდა და იქვე დარჩა გარდაცვალებამდე, 1984 წლამდე.

ნიკოლოზ ჩხოტუას ოცნებად ჰქონდა ქცეული სამშობლოში დაბრუნება, რაშიც , სამწუხაროდ, ავადმყოფობამ შეუშალა ხელი. მაშინ ითხოვა, მისი გული მაინც დაემარხათ ქართულ მიწაში. ეს სურვილი 1988 წელს შეუსრულეს - მოსკოვის საბაჟოს გამოაპარეს და თბილში ჩამოიტანეს ზურგჩანთა, რომელშიც იდო პატარა ურნა ადამიანის ფერფლად ქცეული გულით. მწერლის ნეშტი თბილისში, ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.

,,მარადიული” ნიკოზ ჩხოტუას ერთადერთი დასრულებული ნაწარმოებია. 1940-იან წლებში, აშშ-ში ცხოვრების პერიოდში, ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანი, რომელიც მწერალმა მეუღლეს მიუძღვნა, მარადიულ სიყვარულზე მოგვითხრობს და, სავარაუდოდ, ავტობიოგრაფიულია.

Comments
SEE ALSO
The Greek Yogurt Cookbook: Includes...
The Greek Yogurt Cookbook: Includes Over 125 Delicious, Nutritious Greek Yogurt Recipes
29.90 GEL
State of Wonder
19.30 GEL
Classic Turkish Cooking
48.00 GEL
Collins COBUILD English Grammar (CEFR...
Collins COBUILD English Grammar (CEFR B1+)
29.00 GEL
კაპადოკია
6.50 GEL
Beautiful Ruins
19.00 GEL