Register  /  Forgot Password?
Categories
Subscribe For News
ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას; გაძევებულნი
CURRENCY:
Price: 17.00 GEL
Author: ჯეიმზ ჯოისი
Language: Georgian
ISBN: 9789941421808
Pages: 442
Weight: 0.500 kg
Status: In Stock
Description:

ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანი „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ 1916 წელს გამოქვეყნდა. ჯოისის ამ ნაწარმოებს მალე გამოუჩნდნენ დამფასებლები. „ეს დიდი ლიტერატურაა“ – ასეთი იყო ჰერბერტ უელსის აზრი მაშინ ჯერ კიდევ ფართო სა­ზოგადოებისათვის უცნობი მწერლის რომანზე, ხოლო ამერიკელმა პოეტმა, მოდერნიზმის მეტრად მიჩნეულმა ეზრა პაუნდმა, ფრანგ მთარგმნელს – ლუდმილა ბლოშ სავიცკაიას, რომელიც რომელიღაც ინგლისური რომანის თარგმნას აპირებდა, ის წიგნი ხელიდან გამოსტაცა, ხელში „პორტრეტი“ შეაჩეჩა და უთხრა: „თქვენ უნდა თარგმნოთ ჯოისის წიგნი და თანაც ახლავე. ამის ბადალი არაფერია დღევანდელ მსოფლიო ლიტერატურაში და ცოტა რამ მეგულება წარსულში. ჯოისის ერთადერთი პიესა „გაძევებულნი“, რომელიც 1914-1915 წლებში დაიწერა, მოგვითხრობს ნახევრად ავტობიოგრაფიული პერსონაჟის, მწერალ რიჩარდ რაუენის რთულ ურთიერთობებზე მის ცოლთან – ბერტასთან, სიყრმის მეგობართან – რობერტ ჰენდთან და ახალგაზრდობისდროინდელ შთაგონებასთან – ბეატრიჩე ჯასტისთან. კლასიკური სამკუთხედი აქ ოთხკუთხედითაა შეცვლილი. რაუენი ცდილობს განთავისუფლდეს დრომოჭმული მორალური პირობითობებისგან. ამ ფონზე ჯოისი იკვლევს ადამიანის ღირსების და თავისუფლების საკითხს. აღსანიშნავია, რომ ჯეიმზ ჯოისის ეს ორი ნაწარმოები – „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ და „გაძევებულნი“ დაიწერა მის ორ უმნიშვნელოვანეს წიგნს – „დუბლინელებსა“ და „ულისეს“ შორის. ინგლისურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო გია ბერაძემ.

Comments
SEE ALSO
Shepherds and Butches
24.00 GEL
Life on the Mississippi
12.00 GEL
ბედი კაცისა;...
ბედი კაცისა; წყნარი დონი
9.50 GEL
SAT PRED 2018 2 PRACTICE TESTS + PROVEN...
SAT PRED 2018 2 PRACTICE TESTS + PROVEN STRATEGIES + ONLINE
55.00 GEL
The Turn of the Screw
7.50 GEL
The Philosophy of Aristotle
12.00 GEL