
Georgian books
მოგითხრობთ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს
მოთხრობილი ლევან გველესიანის მიერ თანამედროვე ენით, კომენტარებითა და შენიშვნებით.
საქართველოდან ემიგრირებულმა ანთროპოლოგმა და ფილოსოფოსმა ლევან გველესიანმა მესამე ათეული წელია გერმანიაში დაიმკვიდრა ადგილი თავის ოჯახთან ერთად. ის ბიზნესსაქმიანობას პერიოდულად ლიტერატურული გაბრწყინებებით ანაცვლებს და არაერთი სხვადასხვა ტიპის საინტერესო პუბლიკაციით გაუკვირვებია მკითხველი. „ვეფხისტყაოსნის“ მისეული პროზაული ვერსია ეს არის თანამედროვე მკითხველისათვის შეთავაზებული სალაღობო თხრობა. ავტორი ტექსტის სიღრმისეული გააზრებითა და მსოფლიო მოქალაქის განცდით მეტად საინტერესოდ გადმოგვცემს პოემის შინაარსსაც და მის ღირსებასაც. ხოლო მამუკა ცეცხლაძის ილუსტრაციები კიდევ უფრო ამძაფრებს მთხრობელის აქცენტებს. ეს მაღალპოლიგრაფიულ დონეზე უკვე მეორედ გამოცემული წიგნი (2006, 2017) ახალ სიცოცხლეს იწყებს, რადგან კიდევ უფრო მოკლე გზებს ეძებს მკითხველთა გულებისაკენ.