
Georgian books
ბილი მილიგანის მრავალი გონება
ბილი მილიგანს შეუძლია ნებისმიერი ვინმე იყოს, გარდა საკუთარი თავისა. საკუთარ ქცევაზე კონტროლდაკარგულ ბილი მილიგანს ოცდაოთხი ცალკეული პიროვნება ტანჯავდა, რომლებიც მის სხეულზე ბატონობისთვის იბრძოდნენ. ბრძოლამ კულმინაციას 1977 წლის მიწურულს მიაღწია - ბილიმ ციხეში გაიღვიძა, სადაც სამი ქალის გატაცებისა და გაუპატიურებისთვის ჩასვეს. გადამწყვეტ სასამართლო პროცესზე მილი მრავლობითი პიროვნების აშლილობით გამოწვეული შეურაცხადობის მიზეზით უდანაშაულოდ ცნეს. ეს ისტორიაში პირველი ამგვარი სასამართლო განაჩენი იყო.