Personal page
Log in

Welcome back! Sign in to Your Account


Send
Register

Create your very own account




Close
Search for the desired book: by title, description, ISBN, author, publisher
Dzveli Induri Pilosopia (Georgian)

Georgian books

Dzveli Induri Pilosopia (Georgian)

Author
Svami Vivekananda
Language
Georgian
ISBN
9789941825521
Pages
170
Weight
0.200   Kg
Published
220
Format
Paperback თხელყდიანი
Description

სვამი ვივეკანანდა – XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი, სულიერი მოძღვარი და თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მას იცნობენ, როგორც „ერის მამას“. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე. ასევე, ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე. 1893 წელს ჩიკაგოში, „რელიგიათა პარლამენტის“ წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ლექციებით შემოიარა ამერიკა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ „ორატორს ღმერთის უფლებებით“. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში. „თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა“ – წერდა რაბინდრანათ თაგორი.

წიგნი შედგება სვამი ვივეკანანდას 10 ლექციების ციკლისგან (ინგლისურ ენაზე სტენოგრაფიულად ჩაწერილი), რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს იქნა წაკითხული ამერიკასა და ლონდონში.

წიგნი – „ძველი ინდური ფილოსოფია“, მესამე ქართული გამოცემაა შესწორებებითა და დამატებებით. წიგნში ასევე შეტანილია ვივეკანანდას მიერ 1894-სა და 1896 წელს, ლონდონში წაკითხული სამი ლექციაც – „მაია და ილუზია“, „მაია და ღვთის ევოლუციის კონცეფცია“, „მაია და თავისუფლება“.

წიგნს ერთვის მთარგმნელის, ნიკოლოზ კენჭოშვილის სტატია სვამი ვივეკანანდას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, სადაც ვივეკანანდას ცხოვრების და მოღვაწეობის ძირითადი მომენტებია გადმოცემული.