Personal page
Log in

Welcome back! Sign in to Your Account


Send
Register

Create your very own account




Close
Search for the desired book: by title, description, ISBN, author, publisher
ამსტერდამული მოხსენებები

Georgian books

ამსტერდამული მოხსენებები

Author
ედმუნდ ჰუსერლი
Language
Georgian
ISBN
9789941819735
Pages
104
Weight
0.100   Kg
Format
Paperback თხელყდიანი
Description

ედმუნდ ჰუსერლი – გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი, ტრანსცენდენტალური ფენომენოლიგიის ფუძემდებელი.

სწავლობდა ლაიფციგში, ბერლინსა და ვენაში. 1883, ვარიაციათა აღრიცხვაში დისერტაციის დაცვის შემდეგ, კ. ვაიერშტრასის ასისტენტი იყო. ფ. ბრენტანოსა და კ. შტუმპფის გავლენით ცდილობდა მათემატიკა ფსიქოლოგისტურად დაეფუძნებინა („რიცხვის ცნების შესახებ“, 1887; „არითმეტიკის ფილოსოფია“, 1891). ფილოსოფიის პროფესორი ჰალეში, გეტინგენსა და ფრაიბურგში, საიდანაც ფაშისტებმა ებრაელობის გამო დაითხოვეს.

ჰუსერლის გავლენას განიცდიდნენ კ. იასპერსი, მ. ჰაიდეგერი, ნ. ჰარტმანი, მ. შელერი, ჟ. პ. სარტრი, მ. მერლო-პონტი და სხვები. ოციანი წლების დასაწყისში ჰუსერლის სემინარების აქტიური მონაწილე იყო პროფ. კ. ბაქრაძე. ჰუსერლის კვლევის ცენტრი მრავალ ქვეყანაშია, არქივი და გამომცემლობა – ლუვენში.

წიგნი წარმოადგენს ფრაიბურგში წაკითხულ ლექციებს. „ამსტერდამული მოხსენებების“ ტექსტი შექმნილია 1927 წლის სექტემბრისა და 1928 წლის აპრილის მონაკვეთში. წიგნი წარმოადგენს შესავალს ფენომენოლოგიაში და მასში შეძლებისდაგვარად გასაგებ ენაზეა გადმოცემული ფენომენოლოგიის მნიშვნელობა.

წიგნში ასევე შესულია ედმუნდ ჰუსერლის სტატია – „ფენომენოლოგიის შესახებ“, რომელიც პირველად 1939 წელს გამოქვეყნდა. სტატიაში დასკვნის სახით წარმოდგენილია აზრი ფენომენოლოგოგიის, როგორც უნივერსალური მეცნიერების შესახებ. გარდა ამისა, დანართის სახით წიგნს ერთვის ტექსტში გამოყენებული ცნებებისა და ტერმინების განმარტება.

წიგნი (ბეჭდური სახით) გამოიცა პირველად.