Personal page
Log in

Welcome back! Sign in to Your Account


Send
Register

Create your very own account




Close
Search for the desired book: by title, description, ISBN, author, publisher
სატანჯველის სახარება

Georgian books

სატანჯველის სახარება

Author
სიორენ კირკეგორი
Language
Georgian
ISBN
9789941819292
Pages
183
Weight
0.200   Kg
Format
Paperback თხელყდიანი
Description

სიორენ კირკეგორი – დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, ქრისტიანული მორალის და ეთიკის წარმომადგენელი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი. კირკეგორის დროს გამეფებული ჰეგელის მოძღვრების მოწინააღმდეგე, კლასიკური გერმანული იდეალიზმის საწინააღმდეგოდ ემხრობოდა რაციონალიზმის მეორადობას და წმინდა არსებობის (ეგზისტენციალიზმის) პირველადობას, რომლითაც რთული დიალექტიკური განვითარების გზით პიროვნებას ძალუძს საკუთარი არსის აღქმა რწმენაში.

კირკეგორის თეოლოგიური ნაშრომი ფოკუსირდება ქრისტიანულ ეთიკაზე, ეკლესიის ინსტიტუტზე, ქრისტიანობის წმინდა ობიექტურ მტკიცებულებებს შორის განსხვავებებზე, უზენაესის თვისებრივ სხვაობაზე ღმერთსა და კაცს შორის, ინდივიდის სუბიექტურ ურთიერთობაზე, ქრისტესთან, რომელიც შვა რწმენამ. მისი ნაშრომის უმეტესი ნაწილი ეხება ქრისტიანულ სიყვარულს. ის უკიდურესად კრიტიკული იყო ქრისტიანობის, როგორც სახელმწიფო რელიგიის პრაქტიკის მიმართ, უპირველეს ყოვილისა კი დანიის ეკლესიის მიმართ. მისი ფსიქოლოგიური ნაშრომი იკვლევს ინდივიდების ემოციებსა და გრძნობებს, რომლებიც აწყდებიან ცხოვრებისეულ არჩევანს.

კირკეგორს ადრეული ნაშრომები სხვადასხვა ფსევდონიმით ჰქონდა დაწერილი, რითაც წარმოაჩენდა სხვადასხვა შეხედულებებს და მათ ინტერაქციას ერთმანეთთან კომპლექსური დიალოგის სახით. ის იკვლევდა კომპლექსურ პრობლემებს სხვადასხვა ხედვიდან გამომდინარე, ყოველივეს სხვადასხვა ფსევდონიმით. მისი ბევრი ნაშრომი, რომელიც მას საკუთარი სახელით აქვს დაწერილი ეძღვნება „მარტოხელა ინდივიდს“, რომელსაც შესაძლოა სურდეს მისი ნაშრომების მნიშვნელობის გაგება. აღსანიშნავია მისი მოსაზრება, რომელსაც ის ამგვარად აჟღერებს: „მეცნიერებასა და განათლებას სურს გვასწავლოს, რომ ობიექტად გახდომა არის გზა. ქრისტიანობა კი გვეუბნება, რომ გახდე სუბიექტური, გახდე სუბიექტი, არის გზა.“ მაშინ როცა, მეცნიერები სწავლობენ სამყაროს დაკვირვების გზით, კირკეგორი ემპათიურად უარყოფს, რომ დაკვირვებით შესაძლებელია გამჟღავნდეს სამყაროს სულის შინაგანი შრომა.

კირკეგორის რამდენიმე ძირითადი კონცეფცია მოიცავს „სიმართლეს, როგორც სუბიექტურობას“, რწმენის რაინდს, დიხოტომიის განმეორებადობას, შიშს, უზენაესის თვისებრივ განკერძოებას, რწმენას როგორც ვნებას და ცხოვრების გზის სამ ეტაპს. კირკეგორის ნაშრომები დანიურად არის დაწერილი და თავდაპირველად, ის მხოლოდ სკანდინავიელებისთვის იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, მე-20 საუკუნისთვის მისი ნაშრომები გადაითარგმნა მთავარ ევროპულ ენებზე, როგორიცაა ფრანგული და გერმანული. მე-20 საუკუნის შუა წლებიდან მისმა ნაშრომებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფილოსოფიაზე, თეოლოგიაზე და დასავლურ კულტურაზე.

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ქრისტიანულ საუბრებს, რომლის ძირითადი საკითხებია: –  „რას ნიშნავს ქრისტეს მიმდევრობა და რა სიხარულია მასში“, „როგორ შეიძლება ქრისტიანის ტვირთი იყოს მსუბუქი, როცა სატანჯველი მძიმეა“, „სატანჯველის სკოლა როგორც მარადიულობისთვის მომზადება“ და ა.შ.

წიგნი თარგმნილია გერმანული ენიდან. მთარგმნელი : ვახტანგ გორგიშელი