Personal page
Log in

Welcome back! Sign in to Your Account


Send
Register

Create your very own account




Close
Search for the desired book: by title, description, ISBN, author, publisher
თავისუფლება ცნობილისგან

Georgian books

თავისუფლება ცნობილისგან

Author
ჯიდუ კრიშნამურტი
Language
Georgian
ISBN
9789941828058
Pages
135
Weight
0.150   Kg
Format
Paperback თხელყდიანი
Description

ჯიდუ კრიშნამურტი (1895-1986) – ინდოელი ფილოსოფოსი. წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური (შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება. მას მიაჩნდა რომ ის აუცილებელი რევოლუცია, რაც ადამიანის ფსიქიკას უნდა განეცადა, ვერ განხორციელდებოდა გარეგანი ჩარევის საშუალებით, იქნებოდა ეს პოლიტიკური, რელიგიური თუ სოციალური.

ჯიდუ კრიშნამურტს თეოსოფიური საზოგადოება მსოფლის მასწავლებლის როლისთვის ამზადებდა, მასში კაცობრიობის მხსნელს ხედავდა. მას უამრავი ადამიანი თაყვანს სცემდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც ახალ მესიას, რაზეც მან უარი თქვა და განაცხადა, რომ მიმდევრებს არ ეძებს.

ავტორის 16 თავისგან (ლექციის ჩანაწერებისგან) შემდგარი წიგნი – „თავისუფლება ცნობილისგან“ – მიჩნეულია ავტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაშრომად.

„ამ წიგნის მთავარი ამოცანა ის არის, რომ თქვენში და შესაბამისად თქვენს ცხოვრებაში მოახდინოს რევოლუცია, რომელსაც საერთო არაფერი ექნება საზოგადოების სტრუქტურასთან როგორიც ის არის. საზოგადოება, როგორიც ის არის, შემაძრწუნებელია თავისი აგრესიითა და დაუსრულებელი ომებით, მიუხედავად იმისა, თავდაცვითია ეს ომები თუ დაპყრობითი. ჩვენ გვჭირდება რაღაც სრულიად ახალი – რევოლუცია-მუტაცია თვითონ ფსიქიკაში. მოხუც ტვინს არ შეუძლია გადაჭრას ადამიანთა ურთიერთობის პრობლემები. მოხუცი ტვინი არის აზიური, ევროპული, ამერიკული ან აფრიკული. ამიტომ, ჩვენ საკუთარ თავს ვუსვამთ შეკითხვას: შეიძლება თუ არა მუტაციის მოხდენა თვითონ ტვინის უჯრედებში?“. – ჯიდუ კრიშნამურტი