Personal page
Log in

Welcome back! Sign in to Your Account


Send
Register

Create your very own account




Close
Search for the desired book: by title, description, ISBN, author, publisher
THE MASS

Non - Fiction

THE MASS

Author
მხატვარ-დიზაინერი: ნინო ანდრიაშვილი
Language
English, Georgian
ISBN
9789941829512
Pages
294
Weight
1.800   Kg
Format
HARDCOVER/სქელყდიანი
Description

გამოცემა წარმოაჩენს ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების განმსაზღვრელ ფაქტორს, მისი სულიერების იმ მნიშვნელოვანი ნაწილის შესწავლა-ანალიზს, რომელიც კათოლიკური წესის მესას უკავშირდება. ზაქარია ფალიაშვილის მესა, რომელიც კომპოზიტორმა შემოქმედების ადრეულ წლებში დაწერა, ქართულ მუსიკაში მესის ერთადერთი ნიმუშია.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის ხელნაწერ ფონდში ზაქარია ფალიაშვილისეული მესის სამი სხვადასხვა ეგზემპლარი ინახება, რომლებიც 1895-1900 წლებით თარიღდება. სამივე ხელნაწერი, კათოლიკური კანონიკის თანახმად, ექვსნაწილიანია.

გამოცემა შექმნილია თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატებისა და საარქივო მასალების მიხედვით. მდიდარი ფოტომასალა და ავტორთა მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები მოგვითხრობს დიდი კომპოზიტორის ცხოვრების ღირსშესანიშნავი ფაქტების, შემოქმედებასთან დაკავშირებული მოვლენებისა და მსოფლმხედველობის შესახებ.

თბილისის მუზეუმების გაერთიანებისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი კვლევითი მასალები, გარდა დიდი კომპოზიტორის შემოქმედების შესწავლისა, განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც იძენს ქართული კულტურის მრავალპლასტიანობისა და ტოლერანტობის შესწავლის საქმეშიც; შეუძლებელია, საქართველოს წარსულისა და ისტორიის შესწავლა-ანალიზი საქართველოში მოღვაწე კათოლიკეების გარეშე.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიაა – შეინახოს, დაიცვას და ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომელიც მიმართულია განსხვავებული ინტერესებისა და ასაკის ადამიანებისთვის ცოდნის გაზიარებაზე. სამუზეუმო ფონდებსა და საცავებში დაცული მასალები, თითოეულ სახელთან ერთად ეპოქისა და ასწლეულების საფიქრალსაც აერთიანებს, რომელიც ერისა და ქვეყნის ისტორიასაც ქმნის და სამომავლო ნაბიჯებსაც განსაზღვრავს.