Caucasus & Regional interest
ტატო – ნიკოლოზ ბარათაშვილი
„რასაკვირველია, თვითონ არ იცოდა, ამდენი თუ შეეძლო, არც მისმა ახლობლებმა იცოდნენ, არავინ არ იცოდა. საქართველოში ბნელოდა. გაუვალი წყვდიადი იდგა მყარად.. მას უჭირდა ამ სიბნელეში ცხოვრება. ეშინოდა ამ სიბნელისა და, ჩამონგრეულ გვირაბში მოყოლილი კაცივით ყველა ღონეს ხმარობდა სამზეოზე ამოსასვლელად“.
– ოთარ ჭილაძე, ამონარიდი გამოცემის წინასიტყვაობიდან.
„ტატო – ნიკოლოზ ბარათაშვილი“ – თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორენოვანი გამოცემაა.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიასთან ერთად, წიგნში შესულია: ამბები მისი პირადი ცხოვრებიდან, მისი აქტიური მონაწილეობა იმდროინდელ საზოგადოებრივ საქმიანობაში, მუზეუმის ექსპონატთა და ხელნაწერთა ფოტოები.
წიგნი მოიცავს ინფორმაციას ნიკოლოზ ბარათშვილის სახლ-მუზეუმის შესახებ, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კოლორიტულ უბანში – კალა-უბანში მდებარეობს.