Personal page
Log in

Welcome back! Sign in to Your Account


Send
Register

Create your very own account




Close
Search for the desired book: by title, description, ISBN, author, publisher
ომის მეტაფიზიკა

Georgian books

ომის მეტაფიზიკა

Author
იულიუს ევოლა
Language
Georgian
ISBN
9789941832871
Pages
165
Weight
0.300   Kg
Format
Paperback თხელყდიანი
Description

მთარგმნელი: დავით ცომაია

ნაწარმოებში არსებითი აქცენტი გაკეთებულია შინაგან ომზე, სულიერ ბრძოლაზე, რომელიც ადამიანის, როგორც სრულფასოვანი პიროვნების, შიგნით თავისებურად და ინდივიდუალურად მიმდინარეობს. ამავდროულად, ქრისტიანული (კათოლიკური), სკანდინავიური, ისლამური და ჰინდური სამყაროს ჭრილიდან წარმოდგენილია ბრძოლის სხვადასხვაგვარი გამოვლინებები, მიზეზები და შედეგები. ავტორი ღრმა ფსიქიკური წიაღსვლების დახმარებით ასინთეზირებს გარეგანი და შინაგანი ომის პრინციპებსა თუ გარემო-ვითარებებს. იგი გვიჩვენებს გარეგნული ფაქტორების არსსა და გულს – შინაგან ფაქტორებს, რომლებიც ერთი შეხედვითა და ზედაპირული შეფასებებით ცხადად როდი ავლენს თავს. ავტორი ომის გარეგნულ მხარესთან მიმართებით ყურადღებას ამახვილებს არა თავად ამ თვალით სახილველ მოცემულობებზე, არამედ უკანასკნელის გამოყენებითა და წყალობით – ღრმა შინაგან, სულიერ ასპექტებზე.

საერთო ჯამში, ავტორმა მოახერხა და წიგნში თვალნათლივ წარმოაჩინა ნებისმიერი სახის ბრძოლისა და, ზოგადად, ომის გამოხატულებების მეტაფიზიკური მხარე, რითაც გადაარჩინა და გაამართლა ხსენებული სფეროს გარე გამოვლინებები, რომლებიც შესაძლოა, ერთი შეხედვით, ყოველგვარი სულიერებისა და ღრმა შინაარსისაგან დაცლილ მოცემულობად მოეჩვენოს ადამიანს.