
ქართული წიგნები
კამინო რიალი
კამინო რიალი" ტენესი უილიამსის (1911-1983) პოეტურ ენიგმატურ პიესებს შორის, განსაკუთრებული მოვლენაა. ავტორმა ამ სათაურით 1945 წელს ჯერ ლექსი დაწერა, შემდეგ ერთაქტიანი პიესა შექმნა (10 ბლოკი), ბოლოს კი 1952 წელს პიესის მეორე ვერსია შექმნა 16 ბლოკად, რომელიც ბროდვეიზე დაიდგა (რეჟისორი ელია კაზანი). სპექტაკლი ჩავარდა და ისეთი საშინელი რეცენზიები მოჰყვა, რომ ორივე, იმ დროს უკვე სახელგანთქმულ (ოსკაროსან!) შემოქმედს 1953 წლის 19 მარტი მოუშუშებელ ტკივილად დარჩა... დღეს კი "კამინო რიალი" "ამერიკის უდიდესი დრამატურგის ყველაზე მნიშვნელოვან პიესად ითვლება, რომელმაც ტრადიციული ნატურალისტური თეატრის დანგრევა და პოეტური თეატრის დამკვიდრება სცადა.