
ქართული წიგნები
მისტერ მერსედესი
ინგლისურიდან თარგმნეს თამარ წილოსანმა, თამარ ხინჩაგაშვილმა და ნათია სოყურაშვილმა.
”მისტერ მერსედესი” სტივენ კინგის ბოლო რომანია, რომელიც 2014 წლის ივნისში გამოიცა. ამ ნაწარმოებში მსოფლიო ბესტსელერების ავტორი კლასიკურ დეტექტიურ სიუჟეტს სთვაზობს მკითხველს, რაც ჟანრობრივი სიახლეა მის შემოქმედებაში. ნაწარმოებში მოქმედება 21-ე საუკუნის აშშ-ში ხდება. გადამდგარი დეტექტივი ჰოჯიზი, რომელსაც მოსვენებას არ აძლევს მასობრივი მკვლელობის გაუხსნელი საქმე, ნელ-ნელა იძირება სულიერ დეპრესიაში. მოულოდნელად ფოსტით წერილი მოდის, რომელიც სავარაუდო მკვლელს ეკუთვნის. ეს წერილი ნამდვილი გამოწვევაა ყოფილი პოლიციელისთვის. ჰოჯიზი გადაწყვეტს, რომ ენერგიულად იმოქმედოს და აღარ დაუშვას მორიგი სისხლისღვრა...