
სასაჩუქრე და გასართობი წიგნები
The Knight In The Panther Skin (ვეფხისტყაოსანი ინგლისურად)
”ვეფხისტყაოსანის“ ახალი ინგლისური თარგმანი პირველად გამოვიდა ბოლო 40 წლის განმავლობაში; ეს პირველი პოეტური თარგმანია, რომელიც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით.
ახალი გამოცემა მოამზადა გამომცემლობამ ”პოეზია“. ”ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობა ლინ კოფინმა 2012 წელს დაიწყო. ბწკარედი შეასრულა პროფესორმა დოდონა კიზირიამ. თარგმანის ტექსტს საფუძვლად უდევს 1966 წელს ”ვეფხისტყაოსანის“ ტექსტის დამდგენიკომისიის მიერ მომზადებული და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული გამოცემები. ტექსტს რედაქტირება გაუკეთა პროფესორმა ნოდარ ნათაძემ.