პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
შიროუს

ქართული წიგნები

შიროუს

ავტორი
დინა ოგანოვა, სალომე ბენიძე
ენა
ქართული
ISBN
9789941474491
გვერდები
520
წონა
0.600   კგ
გამოცემა
2018
ფორმატი
Paperback თხელყდიანი
29.9 ₾
  ამოწურულია
   სასაჩუქრე შეფუთვა
აღწერა

5 დღე, 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი, 20000-ზე მეტი დევნილი, 22 დაკარგული სოფელი — ასეთია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ოფიციალური სტატისტიკა, ომის, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც 21-ე საუკუნის პირველ ომს ევროპაში. არაოფიციალური ზიანი კი, რომელიც საქართველოს მიადგა, გაცილებით მასშტაბურია და დროთა განმავლობაში, სულ უფსო და უფრო მტკივნეულად იჩენს თავს.

ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნი “sHEROes” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამბავს მოგვითხრობს. წიგნის მთავარი გმირები განსხვავებული ასაკის, პროფესიისა, და გამოცდილების მქონე ქალები არიან. ამ ქალების ცხოვრება ომმა სამუდამოდ შეცვალა. ქალები ომს იშვიათად იწყებენ. ისინი არც ისე ხშირად გვევლინებიან ჯარისკაცებისა და მეომრების როლში. ამიტომ ისტორიულ ქრონიკებში მათი სახელები თითქმის არ გვხვდება. შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ქალები და ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან – არაერთი ქალი ხდება ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლი. ისტორია ხშირად ივიწყებს იმასაც, რომ ქალების მტკიცე ნებისა და განუზომელი ძალის წყალობით, არაერთი ბრძოლის ბედი გადაწყვეტილა, არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვლილა. sHEROes სწორედ ასეთი ქალების – რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, კვდომისა და აღდგომის შესახებ. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია – დანაკარგით, ტკივილით, ცრემლით, სისხლით, და ამავდროულად, იმედით სავსე.