პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
მე ოქსიმორონი

ქართული წიგნები

მე ოქსიმორონი

ავტორი
დათო სამნიაშვილი
ენა
ქართული
ISBN
9789941472220
გვერდები
180
წონა
0.200   კგ
გამოცემა
2020
ფორმატი
Paperback თხელყდიანი
11.6 ₾
  ამოწურულია
   სასაჩუქრე შეფუთვა
აღწერა

რას იზამდით, თუ აღმოაჩენდით, რომ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება მათემატიკური სიზუსტით გაწერილია შემდეგ ციფრებში: 2,5,10,15?

რას იზამდით, თუ თქვენი უახლოესი მეგობარი მომავლის ბიბლიის წერას დაიწყებდა, მესიად კი თქვენ გამოგაცხადებდათ?

რას იზამდით, თუ გეტყოდნენ, რომ თქვენი სამყარო კომპიუტერული თამაშია, სადაც ყოველი გადაწყვეტილება თუ მოქმედება წინასწარ არის განსაზღვრული?
რას იზამდით თუ გაიგებდით, რომ მესიები - ერორებია, სისტემური გაუმართაობები, და მხოლოდ ასეთ გაუმართაობებს შეუძლიათ თამაშის - ფიზიკის კანონების დარღვევა?

წიგნის მთავარი პერსონაჟი ამ გამოწვევებს იღებს. ის საკუთარ თავში ერორს აღმოაჩენს. ძნელია, იყო ღმერთი, როდესაც მისი არსებობის თავად არ გწამს. ასეთ სამყაროში რთულია გაიგო, ვინ ვინ არის, და რაც მთავარია, გაუგებარია, რა არის „მე“. იმისთვის, რომ სისტემური სიმულაციიდან გააღწიოს, მთავარი პერსონაჟი საკუთარ იდენტობას ბოლომდე ანადგურებს.

ერთადერთი, რაც ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ სიმულაცია სიმულაციას აწარმოებს, და თუ ერთ სამყაროს შეუძლია შექმნას სიმულაცია, ეს ნიშნავს, რომ ოდესღაც თავად სიმულაციის შემქმნელიც სიმულაციად შეიქმნა. ეს უსასრულო ჯაჭვია, დომინოს ეფექტი, სადაც პირველი ქვა - ბიძგი რომელია, არავინ იცის. ერთადერთი, რისი თქმაც ზუსტად შეგვიძლია, ეს შემდეგია: „მე“ ოქსიმორონია და სიმულაციაში თუ იდენტობის „თრიფში“ ნებისმიერს შეუძლია, ნებისმიერში გარდაისახოს. „ერორები“ სიმულაციაში კოდებს შლიან, წესებს არღვევენ, ჩვენთვის - სიმულაციის რიგითი ნაწილისთვის კი ისინი უბრალოდ ფიზიკის კანონებს არ ემორჩილებიან და ასეთებს ღმერთებს ვეძახით.