ქართული წიგნები
ნარნიის ქრონიკები 4 პრინცი კასპიანი
"ოჰ! მაგრამ მაშინ თავგადასავლებიც იყო და ბრძოლებიც! - მიუგო კასპიანმა, - გასაოცარი თავგადასავლები! თურმე ერთ დღეს ნარნიაში თეთრი კუდიანი გამოჩენილა, თავი ქვეყნის დედოფლად გამოუცხადებია და აქაურობა ისე მოუჯადოებია, რომ სულ ზამთარი ყოფილა. მერე საიდანღაც მოსულა ორი ბიჭი და ორი გოგო, მათ კუდიანი მოუკლავთ და ნარნიის მეფეები და დედოფლები გამხდარან. მათი სახელებია: პიტერი, სუზენი, ედმუნდი და ლუსი. მათ ნარნიაში დიდხანს და კეთილად უმეფიათ."
"ნარნიის ქრონიკების" კიდევ ერთი, შესანიშნავი წიგნი, საოცარი და ჯადოსნური ფენტეზის სამყარო, მეგობრობა, სიყვარული, თავგადასავლები და სიკეთე, რომელიც ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას