პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
მოსე და მონოთეიზმი

ქართული წიგნები

მოსე და მონოთეიზმი

ავტორი
ზიგმუნდ ფროიდი
ენა
ქართული
ISBN
9789941820618
გვერდები
170
წონა
0.200   კგ
ფორმატი
Paperback თხელყდიანი
აღწერა

ზიგმუნდ ფროიდი (1856–1939) – ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.
იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.

ავტრორის წიგნი „მოსე და მონოთეიზმი“, რომლის სრული სახელწოდებაა „კაცი მოსე და მონოთეისტური რელიგია“ (Der Mann Moses und die monotheistische Religion, 1939) ფროიდის უკანასკნელი ნაშრომია, რომელსაც ის სიცოცხლის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქმნიდა. ეს წიგნი არის მისი ანტირელიგური ფილოსოფიის გაგრძელება (საკმარისია, მისი კიდევ ერთი ნაშრომი გავიხსენოთ, „ილუზიის მომავალი“, სადაც „ილუზიის“ ქვეშ სწორედ რელიგია იგულისხმება) და თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ფსიქოანალიტიკური გამოცდილების გამოყენება ცალკე აღებული ერის ანალიზისთვის. 


ფროიდი ვარაუდობს, რომ ეგვიპტელი მოსეს მზის ღმერთი შერწყმულ იქნა მიდიელთა იაჰვეს, ხოლო მოსეს საქმეები მიდიელთა მღვდელმთავარს მიაწერეს, რომელსაც ასევე მოსე ერქვა. ამგვარად, მოსე კომპოზიტური, შედგენილი ფიგურაა.


ეს წიგნი, როგორც ავტორი ამბობს, არის „მინიშნება შესაძლებლობაზე იმისა, რომ მოსეს რელიგიამ ებრაელ ერზე ზემოქმედება მოახდინა, როგორც მხოლოდ თქმულებამ“ და ამ თქმულების საფუძველზე შეიძინა ამ ერმა თავისი სპეციფიკური თვისებები, თუმცა პასუხის გარეშე რჩება კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ „არ სურთ ჭეშმარიტების სახით იმის მიღება, რომ ღმერთი მოკლეს“ და როგორ შეინარჩუნეს ებრაელებმა თავისი ინდივიდუალობა დღევანდელ დღემდე.
წიგნი მრავალი მკითხველისათვის შოკისმომგვრელი იყო, ზოგი თეოლოგის შეფასების მიხედვით, „სრულიად აბსურდულიც“ კი, თუმცა მსოფლიოში პირველი მონოთეისტური რელიგიის კვალის მიგნება და ჰიპოთეტური „აღდგენა“, შემდეგ კი მისი ევოლუცია იუდაიზმად, მოგვიანებით კი ქრისტიანობად, ყურადღებას, განსჯასა და საბოლოოდ, მოქმედებას მოითხოვს. წიგნში მრავალი ისეთი იდეა და დასკვნაა, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს ღრმა განხილვას.