პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
დიდი პატარა ტყუილები

ქართული წიგნები

დიდი პატარა ტყუილები

ავტორი
ლიან მორიარტი
ენა
ქართული
ISBN
9789941474958
გვერდები
325
წონა
0.350   კგ
ფორმატი
Paperback თხელყდიანი
აღწერა

„დიდი პატარა ტყუილები“ ავსტრალიელი მწერლის, ლიან მორიარტის გამორჩეული ნაწარმოებია, რომლის მიხედვითაც გადაღებულია ძალიან პოპულარული სატელევიზიო სერიალი. ავტორმა პირივის ნახევარკუნძულზე სხვადასხვა ტიპის ოჯახი დაასახლა და ყველას თავისი წილი პრობლემა არგუნა. ახალგაზრდა ჯეინი შვილთან, ზიგისთან, ერთად საცხოვრებლად გადმოდის ამ ნახევარკუნძულზე. ცდილობს, დაივიწყოს მოვლენა, რომელმაც მთელ მის ცხოვრებას დაღი დაასვა; დაუმეგობრდება ასაკით უფროს, ბრჭყვიალა, ლამაზ და მდიდარ ქალებს, თუმცა გაიჩენს მტრებსაც და უწევს ბრძოლა შვილის დასაცავად. სელესტი და პერი თითით საჩვენებელი წყვილია. მათი ცხოვრება ზღაპრულ სამყაროს წააგავს, რომელზეც ყველა ოცნებობს. მაგრამ ოჯახურ იდილიასაც აქვს თავისი საფასური. და რას ითხოვენ სელესტისგან სანაცვლოდ? ღირს კი ამად ეს ფუფუნება?! „დიდი პატარა ტყუილები“ იმ სიმართლის საბადოა, რომელსაც თვალს ვერ ან არ ვუსწორებთ. ეს არის ამბავი ქალებზე, რომელთა ცხოვრებასაც განსაზღვრავს ტრაგედია… ეს არის ამბავი ცოლებზე, ყოფილ ქმრებზე, ძალადობის უწყვეტ ციკლზე, სკოლის კედლებს მიღმა დაბუდებულ ინტრიგებსა და სკანდალებზე. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ამბავი იმპატარა, საშიშ ტყუილებზე, რომლებითაც საკუთარ თავებს ვკვებავთ; თან გვგონია, რომ თუ გავუძლებთ, პრობლემა თავისით მოგვარდება.