
არამხატვრული ლიტერატურა
ზაქარია ფალიაშვილი – ცხოვრება და მოღვაწეობა
XIX-XX საუკუნეებს თავისუფლად შეიძლება დაერქვას ქართული კულტურის რენესანსი, რაშიც გამოკვეთილი როლი ზაქარია ფალიაშვილს ეკუთვნის.
მისი შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია.
ზაქარია ფალიაშვილი პირველი ქართველი კომპოზიტორი იყო, რომელმაც თავის ნაწარმოებეში განასახიერა ქართველი ხალხის სულერი ძალა და მუსიკალური გენია.
წიგნში წარმოდგენილია ქართველი კომპოზიტორის – ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი დეტალები, უჩვეულო ფაქტები, წერილები, ფოტომასალა, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის კომპოზიტორის პიროვნებაზე.
ასევე ყურადღება გამახვილებულია XX საუკუნის პირველი ნახევრის ცვლილებებზე ქართულ კულტურაში;
მოცემულია ინფორმაცია სამუზეუმო ფონდში დაცული ექსპონატების შესახებ, რომლებსაც ბევრი საინტერესო ისტორია უკავშირდება.
წიგნი ქართულ და ინგლისურ ენებზეა.
მასში გამოყენებული მასალა დაცულია ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში.