პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
სიკეთისა და ბოროტების მიღმა

ქართული წიგნები

სიკეთისა და ბოროტების მიღმა

ავტორი
ფრიდრიხ ნიცშე
ენა
ქართული
ISBN
9789941834523
გვერდები
320
წონა
0.400   კგ
გამოცემა
2021
ფორმატი
Paperback თხელყდიანი
აღწერა

ვივარაუდეთ რა, რომ ჭეშმარიტება არის ქალი, - როგორ? ნუთუ ჩვენ არ გვაქვს საფუძველი დავეჭვდეთ, რომ ყველა ფილოსოფოსს, რამდენადაც ისინი დოგმატიკოსები იყვნენ, ცუდად ესმოდათ ქალების? რომ საზარელი სერიოზულობა, მოუხერხებელი აბეზარობა, რომლითაც ისინი მიმართავდნენ ჭეშმარიტებას, უსარგებლო და უხამსი საშუალება იყო იმისათვის, რათა საკუთარი თავის მიმართ განეწყოთ სახელდობრ ქალი. ის ხომ არც ნებდებოდა ცდუნებას - ყველა სახის დოგმატიკა კი დღეისათვის ნაღვლიანი და უსიცოცხლო გამომეტყველებით დგას. თუკი ის ჯერ კიდევ საერთოდ დგას! რადგან არსებობენ ცინიკოსები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ის დაემხო, რომ მთელი დოგმატიკა დამარცხებულია, მეტიც, - რომ ის უკანასკნელი ამოსუნთქვის პირასაა. სერიოზულად თუ ვიტყვით, საკმაოდ მყარი საფუძველი გვაქვს იმედისთვის, რომ ყოველგვარი დოგმატიზება ფილოსოფიაში, რაოდენ საზეიმო იერსაც არ უნდა იღებდეს ის, რაოდენ არ უნდა ცდილობდეს, თავი უკანასკნელ სიტყვად მოგვაჩვენოს, მხოლოდ კეთილშობილი ბავშვური თამაში და წამოწყება იყო; და შესაძლოა შორს აღარ არის ის დრო, როდესაც კვლავ მიხვდებიან, საკუთრივ რა იყო უკვე საკმარისი იმისათვის, რომ ქვაკუთხედის ფუნქცია შეესრულებინა ისეთი დიადი და უპირობო ფილოსოფიური ნაგებობებისა, რომლებსაც დღევანდელ დღემდე აღმართავდნენ დოგმატიკოსები, - რაიმე სახის ხალხური ცრურწმენა უხსოვარი დროიდან (როგორც, მაგალითად, სულის ცრურწმენა, რომელიც დღემდე არ წყვეტს უხამსობას „ სუბიექტისა “ და „ მე “ -ს ცრუმორწმუნე ცნებათა სახით), შესაძლოა სიტყვათა რაიმე თამაში, რაიმე გრამატიკული ცდუნება ან მეტისმეტად ვიწრო, მეტისმეტად პირადული, ადამიანური, ერთობ ადამიანური ფაქტების თამამი განზოგადება