პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა

ქართული წიგნები

სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა

ავტორი
ჯიდუ კრიშნამურტი
ენა
ქართული
ISBN
9789941832178
გვერდები
200
წონა
0.100   კგ
გამოცემა
2021
ფორმატი
Paperback თხელყდიანი
17.6 ₾
  ამოწურულია
   სასაჩუქრე შეფუთვა
აღწერა

ჯიდუ კრიშნამურტი (1895-1986) – ინდოელი ფილოსოფოსი. წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური (შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება. მას მიაჩნდა რომ ის აუცილებელი რევოლუცია, რაც ადამიანის ფსიქიკას უნდა განეცადა, ვერ განხორციელდებოდა გარეგანი ჩარევის საშუალებით, იქნებოდა ეს პოლიტიკური, რელიგიური თუ სოციალური.

ავტორის 33 თავისგან (ინტერვიუსგან) შემდგარი წიგნი – „სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა“ – ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს ეხება როგორებიცაა: გაცნობიერება, არსებობს თუ არა ღმერთი?, შიში, როგორ ვიცხოვროთ ამ სამყაროში, ურთიერთობა, კონფლიქტი, რელიგიური ცხოვრება, მთელის დანახვა, მორალი, თვითმკვლელობა, დისციპლინა, რაც არის, მაძიებლობა, ორგანიზაცია, სიყვარული და სექსი, აღქმა, ტანჯვა, გული და გონება, სილამაზე და ხელოვანი, დამოკიდებულება, რწმენა, სიზმრები, ტრადიციები, განპირობებულობა, ბედნიერება, სწავლა, თვითგამოხატვა, ვნება, წესრიგი, ინდივიდი და საზოგადოება, მედიტაცია და ენერგია, აზრის დასასრული, ახალი ადამიანი.

აღსანიშნავია რომ ყველა ამ ძირითადი საკითხებისთვის ცალკ-ცალკე ინტერვიუებია ჩაწერილი რაც საშუალებას იძლევა ესა თუ ის კონკრეტული თემა ფართოდ და ღრმად იქნეს განხილული ავტორის მხრიდან, შესაბამისად, შემკითხველმა კი (აღნიშნული ცხოვრებისეული თემებით დაინტერესებულმა ადამიანმა) მისთვის საინტერესო და ამავდროულად მის წინაშე მდგარ ცხოვრებისეულ საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღოს.