პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
იყო ერთი უძლეველი იმპერია

ქართული წიგნები

იყო ერთი უძლეველი იმპერია

ავტორი
ცირა გელენის
ენა
ქართული
ISBN
9789941492433
გვერდები
500
წონა
0.400   კგ
გამოცემა
2021
ფორმატი
Paperback თხელყდიანი
აღწერა

„იყო ერთი უძლეველი იმპერია“ ცირა გელენის ისტორიული რომანის: „და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს“ პირველი წიგნია. ავტორის ნამდვილი სახელი და გვარია ცირა გელენავა-ვოლობუევა. განათლებით ფილოლოგი-ლინგვისტი,იგი თავისი კარიერის დასაწყისში ათ წელზე მეტხანს მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რუსული ენა-ლიტერატურისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრებზე. ცხოვრების მომდევნო ათწლეული მან შეერთებულ შტატებში გაატარა, სადაც შეიქმნა და გამოქვეყნდა მისი ინგლისურენოვანი ნაწარმოებები: ისტორიული რომანი And God Requireth That Which is Past და მხატვრული მონოგრაფია Illigals. ამჟამად იგი თავისი ისტორიული შვიდტომეულის პირველ ნაწილს ქართველ მკითხველს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ აქაემენიდთა პირველი სპარსული იმპერიისადმი მიძღვნილი ეს რომანი ანტიკური ხანის ბერძნულ-რომაულ წყაროებსა და უახლეს არქეოლოგიურ წყაროებს ეფუძნება და თითქმის სამეცნიერო მეთოდით არის დამუშავებული, თავად ამბავი იმდენად მსუბუქი და მომნუსხველი ინტრიგით არის გადმოცემული, რომ იგი ერთნაირად საინტერესო იქნება როგორც ისტორიის მოყვარულთათვის, ასევე რიგით მკითხველთა მრავალფეროვანი სპექტრისათვის. მასში გაცილებით მეტია ჩადებული, ვიდრე უბრალოდ ათასობით წლის წინ მომხდარი და ახლად აღმოჩენილი საინტერესო ისტორია, რომელიც თანამედროვე აუდიტორიის გასართობად არის მხატვრულად ხორცშესხმული. უსასრულობაში გარდასახული სიყვარული, თავდადებული მეგობრობა, თავბრუდამხვევი თავგადასავლები, შორეული მოგზაურობები, სასახლის ინტრიგები, ბინძური პოლიტიკა, სისხლიანი ომები, ადრეული რელიგიები, სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობები, სექსი და ჰომოსექსუალობა, ქალების პოზიცია ძველ საზოგადოებებში, კანონები და მათი პირობითობა, ერთგულება და ღალატი - ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ მრავალი აქტუალური საკითხებისა, რომლებიც უხვად არიან წარმოდგენილი ამ ნაწარმოებში.

და ბოლოს, მთელი რომანი პირველი ქართული სახელმწიფოს, კოლხეთის მომნუსხველი აურით არის გაჯერეიბული და მთავარი გმირიც, რა თქმა უნდა, ჩვენი ანტიკური თანამემამულეა, რაც ამ მონუმენტურ მხატვრულ ნაშრომს, ვიმედოვნებთ რომ ქართველი მკითხველისათვის განსაკუთრებულად ძვირფას და საყვარელ ნაწარმოებად გადააქცევს.