
არამხატვრული ლიტერატურა
Georgia on Maps
ლაშა ბაქრაძის ინგლისურენოვანი წიგნი „Goergia on Maps“ პირველი მცდელობაა იმისა, რომ აჩვენოს, თუ როგორ გამოსახავდნენ საქართველოს რუკებზე კარტოგრაფიის განვითრების პარალელურად. საქართველოს რუკებზე ასახვა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდსა და სხვადასხვა კარტოგრაფიულ კულტურაში არასაკმარისადაა შესწავლილი. ამ წიგნში კი მრავლად შეხვდებით სწორედ უძველეს რუკებს, რომლებზეც საქართველოა დატანილი. ვიმედოვნებთ, „Goergia on Maps“ უცხოელ მკითხველსა და სპეციალისტებს დააინტერესებს საქართველოსა და კავკასიის ისტორიით, საქართველოში კი ხელს შეუწყობს კარტოგრაფიის ისტორიის კვლევის გაღრმავებას, მეტად გასაგებს გახდის ძველებურ რუკებს და გააღვიძებს ინტერესს მათ მიმართ.