პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
Red, White & Royal Blue

მხატვრული ლიტერატურა

Red, White & Royal Blue

ავტორი
Casey McQuiston
ენა
ინგლისური
ISBN
9781250316776
გვერდები
432
წონა
0.400   კგ
გამოცემა
2019
ფორმატი
Paperback თხელყდიანი
49 ₾
  ამოწურულია
   სასაჩუქრე შეფუთვა
აღწერა
რა ხდება, როდესაც ამერიკის პრეზიდენტის პირველ ვაჟს უელსის პრინცი უყვარდება?

როდესაც დედა პრეზიდენტი ხდება, ალექს კლარემონტ-დიაზი დაუყონებლივ ირაცხება როგორც ახალგაზრდა სამეფო ოჯახის ამერიკელ ექვივალენტად. სიმპათიური, ქარიზმატული, გენიალური - მისი იმიჯი თეთრი სახლისთვის წმინდა, ათასწლეულის მარკეტინგული ოქროა. მხოლოდ ერთი პრობლემაა: ალექსს ერთგვარი კონფლიქტი აქვს ნამდვილ პრინცთან, ჰენრისთან, და როდესაც ტაბლოიდებს ხელში ალექს-ჰენრის კამათის ამსახველი ფოტო ხვდებათ, აშშ-ბრიტანეთის ურთიერთობები კატასტროფულად უარესდება.

  ოჯახის მეთაურები, სახელმწიფო და სხვა ორგანოები შეიმუშავებენ გეგმას მოსალოდნელი ზარალის თავიდან ასაცილებლად: ზავის დაიდება ორ მეტოქეს შორის. ის, რაც თავიდან ყალბი, ინსტაგრამირებული მეგობრობით იწყება, უფრო ღრმა და საშიში ხდება, ვიდრე ალექსს ან ჰენრის შეეძლოთ წარმოედგინათ. მალე ალექსი აღმოაჩენს თავს ფარულ რომანში გასაოცრად დაუცველ ჰენრისთან, რამაც შეიძლება ჩაშალოს კამპანია და დაარღვიოს ორი ერის თანამეგობრობა.
 შეუძლია თუ არა სიყვარულს გადაარჩინოს სამყარო? სად ვპოულობთ გამბედაობას და ძალას, რომ ვიყოთ ის ადამიანები, როგორებიც რეალურად ვართ? და როგორ შეგვიძლია გამოვამჟღავნოთ ჩვენი რეალური ფერები? კეისი მაკქუისტონის "წითელი, თეთრი და სამეფო ლურჯი" ამტკიცებს რომ ნამდვილი სიყვარული ყოველთვის დიპლომატიური არ არის.

  - სადაც არ უნდა წავსულიყავი ეს წიგნი ყველგან თან დამქონდა. ეს წიგნი არის შთამნთქმელი, მხიარული, ნაზი, სექსუალური - ამ წიგნს ჰქონდა ყველაფერი, რაც ჩემს გულს რეალურად სურდა. მე მშურს ყველა იმ მკითხველის, ვინც ჯერ კიდევ პირველად განიცდის წითელ, თეთრ და სამეფო ლურჯს! - კრისტინა ლორენი, New York Times-ის ბესტსელერი ავტორი