პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში

ქართული წიგნები

ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში

ავტორი
ერიკ ლი
ენა
ინგლისური
ISBN
9789941821042
გვერდები
285
წონა
0.300   კგ
გამოცემა
2020
ფორმატი
Paperback თხელყდიანი
15.3 ₾
17 ₾
-10 % Off
შენ დაზოგე
1.7 ₾
  კალათაში
   სასაჩუქრე შეფუთვა
აღწერა

ერიკ ლის წიგნი „ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში“ ეძღვნება ქართველი სამხედროების ამბოხებას 1945 წლის აპრილ-მაისში, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ჰოლანდიურ კუნძულ ტექსელზე. საბჭოთა პროპაგანდა ამ მოვლენას ფართოდ იყენებდა, 1968 წელს მხატვრული ფილმიც კი იქნა გადაღებული. იმ დროს თითქმის არ მოიძებნებოდა ადამიანი, ვისაც რაიმე არ სმენოდა აჯანყების შესახებ. თუმცა საბჭოთა პროპაგანდისტებს ისე აეზილათ ერთმანეთში ტყუილი და სიმართლე, რომ თითქმის შეუძლებელი იყო სრული სურათის მიღება. დღეს კი, 75 წლის შემდეგ, ეს მოვლენა ლამის დავიწყებას მიეცა. წიგნი ტექსელის ამბოხებას ფაქტობრივი სიზუსტით აღწერს. თხრობა ცოტა შორიდან იწყება - გერმანულ-ქართული ურთიერთობებიდან პირველი მსოფლიო ომის დროს. წიგნის ავტორის აზრით, ეს ურთიერთობები უდევს ერთ-ერთ საფუძვლად მეორე მსოფლიო ომის დროს ქართული ლეგიონის შექმნას და მასში საბჭოთა ტყვეების გაწევრიანებას. მკითხველისათვის თანდათანობით ნათელი ხდება, თუ როგორ მოხვდნენ ქართველები ჰოლანდიურ კუნძულზე და რამ უბიძგა მათ ამბოხისაკენ 1945 წელს. გარდა ცნობილი ნაშრომებისა, წიგნში გამოყენებულია გამოუქვეყნებელი მოგონებები და დიდი ბრიტანეთისა და კანადის არქივებში შენახული ქართული საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი მასალა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ავტორი თავს იკავებს ‘მორალური განაჩენისაგან’ და დასკვნების გამოტანას მკითხველს ანდობს.