
საბავშვო წიგნები
მოძრავი ანბანი – A B C
კლასი: I-II
საგანი: ინგლისური ენა
ყუთში დაგხვდებათ:
- წიგნი
- 10 დაფა
- მოძრავი ინგლისური ანბანი
ყუთში თავმოყრილი რესურსების – ილუსტრირებული წიგნის, დაფებისა და ფერადი მოძრავი ინგლისური ანბანის – დახმარებით, ბავშვები შეძლებენ ასოების ანბანზე დალაგებას, დიდი და პატარა ასოების დაწყვილებას; სიტყვაში გამოტოვებული ასოს ჩასმას; სიტყვის პირველი ასოს მოძებნას და ა.შ. საინტერესო და მხიარული აქტივობები, რომელთა პირობები დაფებზევეა განმარტებული, ბავშვებს უცხო ენასთან პირველ შეხებას გაუადვილებს.
მოძრავი ანბანი – ABC საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა ადვილად ამოიცნოს და დაიმახსოვროს ლათინური ასოები, წერაში გაწაფვამდე შეძლოს მისთვის კარგად ნაცნობი სიტყვების „დაწერა“ და ამოკითხვა.
სერიის “ჩემი სკოლა” სხვა წიგნების ნახვა შეგიძლიათ აქ.