პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა
შეხვედრა მას შემდეგ

ქართული წიგნები

შეხვედრა მას შემდეგ

ავტორი
ბექა ქურხული
ენა
ქართული
ISBN
9789941914645
გვერდები
217
წონა
0.100   კგ
გამოცემა
2010
ფორმატი
Paperback თხელ ყდიანი
5.5 ₾
9.6 ₾
-42 % Off
შენ დაზოგე
4.1 ₾
  კალათაში
   სასაჩუქრე შეფუთვა
აღწერა

„მე არ მჯერა ლიტერატურის. არ მჯერა, რომ ლიტერატურას შეუძლია ადამიანი გადაარჩინოს. აბა რატომ ვწერ?...“ ეს სიტყვები „კალიმური მოთხრობების“ ავტორს, ვარლამ შალამოვს ეკუთვნის. გინახავთ მისი ფოტო, ლიგერნიკების უშანკა ქუდი რომ ახურავს?... მან ჩვიდმეტი წელი გაატარა კალიმაზე, რომელიც რეციდივისტებში „შავი პლანეტის“ და „წყეული კალიმის“ სახელით იყო ცნობილი და გადარჩა. არა მარტო გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ არ სჯეროდა, ან იქნებ სწორედ მაგიტომაც, შედევრები დაწერა და ყველასგან მივიწყებული სიღარიბეში და მარტოობაში გარდაიცვალა. მგელი იყო. რატომ ვწერ?.. არ ვიცი. არ ვიცი და მორჩა. არ ვიცი რატომ ჯდებოდა თვეში ორჯერ ცნობილი ავტომრბოლელი და მილიონერი აირტონ სენა თავის აჭრელებულ მფრინავ კუბოში, რატომ გაზს ფეხს ბოლომდე. მხოლოდ, რომ სხვა მანქანებისთვის გაესწრო?.. რატომ მისდევდა მთელი ცხოვრება სიკვდილს უკან, ვიდრე არ დაეწია და დაიფშვნა... ვფიქრობ ახლცა არ იცის!.. რატომ ეკიდა მიხეილ ხერგიანი ჩრდილო უშბის სარკეზე თითებით, რამ გადაარჩინა მაშინ და რატომ მიდიოდა მთებში კიდევ და კიდევ, ვიდრე სუ ალტოდან არ გადმოეშვა...               იქნებ იმიტომ, რომ ადამიანს უნდა რამენაირად გაამართლოს თავისი ამქვეყნად მოვლინება და ყველა ის სიგიჟე და ცოდვა, რომელსაც დაუსრულებლად სჩადის?.. იქნებ ამიტომ უჩბდება სურვილი რამე ისეთი დატოვოს, რაც დარჩება... და იმედი, იქნებ თვითონაც დარჩეს!        ალბათ ამიტომ ვწერ...     რომ დავრჩე!...