Georgian Fiction
KATA DA GENERALI
კატა ბავშვობისას გერმანიაში ემიგრირებული ქართველი გოგონას მეტსახელია, გენერალი კი, ზრდასრულ ასაკში ბერლინში საცხოვრებლად გადასული რუსი ოლიგარქის. ხოლო ის, ვინც ამ ორ ადამიანს აერთიანებს, ვის გამოც მათი გზები უცნაურად იკვეთება, ჩეჩენი გოგონაა, ნურა.
ნურას – მშობლიური ხეობიდან გაქცევაზე მეოცნებე გოგონას – ამბავი 1994-1996 წლებში მიმდინარე ჩეჩნეთის პირველი ომის ფონზე ვითარდება, კატა და გენერალი კი მოგვიანებით, ჩეჩნეთის მოვლენებიდან 20 წლის გასვლის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს და ამ რომანისთვის სიმბოლური ნივთის, რუბიკის კუბიკის ნაწილებივით უცნაურად ირევა და ლაგდება მიზეზ-შედეგობრივი მოვლენები, პერსონაჟთა ქცევის ღია თუ ფარული მოტივები.







