Georgian books
წინასწარმეტყველება მურაბით
დიანა ანფიმიადის „წინასწარმეტყველება მურაბით“ მთავარი კონცეპტის გარშემო ტრიალებს – ეს არის გემო, მახსოვრობა და ლიტერატურა. ავტობიოგრაფიული მომენტები, ისტორიული პროზა, მსოფლიო ლიტერატურის შედევრების კულინარიული შეფერილობა, სოციალური თუ პოლიტიკური თემატიკა, ლიტერატურული კრიტიკა, ლინგვისტური ძიებები შეზავებულია კულინარიულ რეცეპტებთან, რომელთაგანაც ბევრი საუკუნეების წიაღში ჩაკარგულია და ხელახალ წაკითხვასა და მომზადებას საჭიროებს.