Personal page
Log in

Welcome back! Sign in to Your Account


Send
Register

Create your very own account




Close
Search for the desired book: by title, description, ISBN, author, publisher
ესეები

Georgian books

ესეები

Author
ბერტრან რასელი
Language
Georgian
ISBN
9789941824791
Pages
145
Weight
0.150   Kg
Format
Paperback თხელყდიანი
Description

ბერტრან არტურ უილიამ რასელი – ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმის, ნეოპოზიტივიზმის და „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი. 1910-1916 წლებში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორი. 

რასელის ესსეისტიკა გამორჩეულ ადგილს იკავებს დიდი ბრიტანელის შემოქმედებაში. 

წინამდებარე წიგნში შეტანილი ესსეები, ერთი მხრივ, ათეისტურ-აგნოსტიკური ხასიათისაა („რატომ არ ვარ ქრისტიანი“, „არსებობს თუ არა ღმერთი“, „რელიგიის სასარგებლო წვლილი ცივილიზაციის განვითარებაში?“, „რა არის სული“), რომლებშიც მეცნიერი ერთმნიშვნელოვნად რელიგიის საწინააღმდეგო პლატფორმაზე დგას, რომელსაც კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთ უდიდეს შემაკავებელ ფაქტორად თვლიდა. 

ცალკე უნდა გამოვყოთ ფილოსოფოსის სკეპტიკური ხასიათის სამი ესსეი: „ათეისტი ვარ თუ აგნოსტიკოსი“, „რატომ ვარ რაციონალისტი“ და „სკეპტიციზმის ღირებულების შესახებ“, სადაც ბერტრან რასელი სამყაროსა და სინამდვილისადმი დამოკიდებულების მოდელს გვთავაზობს. ესეიში „ადამიანის მომავალი“ დიდი ფილოსოფოსი სამყაროს სოციალურ-პოლიტიკური განვითარების გზებს აყალიბებს.

ამავე კრებულში გთავაზობთ ყველაზე ცნობილ, ყველაზე პესიმისტურ, ყველაზე პოეტურ და ამავდროულად, სიცოცხლის მამკვიდრებელ ესეის, „თავისუფალი ადამიანის თაყვანისცემა“, რომელიც, ობიექტური აზრის არარსებობის პირობებში, ჭეშმარიტებისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის მოწოდებას წარმოადგენს.