Personal page
Log in

Welcome back! Sign in to Your Account


Send
Register

Create your very own account




Close
Search for the desired book: by title, description, ISBN, author, publisher
შემოქმედი და დამანგრეველი სამყარო

Georgian books

შემოქმედი და დამანგრეველი სამყარო

Author
ლევ შესტოვი
Language
Georgian
ISBN
9789941819308
Pages
159
Weight
0.200   Kg
Published
2019
Format
Paperback თხელყდიანი
Description

ლევ შესტოვი  – უკრაინელი/რუსი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი.

შესტოვი დაიბადა ლევ ისააკის ძე შვარცმანის სახელით კიევში, ებრაულ ოჯახში. განათლების მიღება სხვადასხვა ადგილებში მოუხდა, რადგან ხშირად მოსდიოდა უთანხმოება სასწავლებლების ხელმძღვანელობასთან. შევიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სამართალსა და მათემატიკას სწავლობდა, მაგრამ სტუდენტთა ინსპექტორთან შეტაკების შემდეგ იძულებული გახდა კიევში დაბრუნებულიყო და სწავლა იქ დაესრულებინა. დისერტაციის საფუძველზე შესტოვი სამართლის დოქტორი ვერ გახდა, რადგან მასში გამოსჭვიოდა მისი რევოლუციური ტენდენციები. 1898 წელს ის შევიდა მოწინავე რუს ინტელექტუალთა და ხელოვანთა წრეში, სადაც გაწევრიანებულნი იყვნენ ნიკოლოზ ბერდიაევი, სერგეი დიაგილევი, დიმიტრი მერეჟკოვსკი და ვასილი როზანოვი. შესტოვი წრის მიერ დაარსებული ჟურნალისთვის სტატიებს წერდა. ამ პერიოდში მან დაასრულა თავისი პირველი ძირითადი ფილოსოფიური ნაშრომი – „სარგებელი ტოლსტოისა და ნიცშეს სწავლებაში: ფილოსოფია და ქადაგება.“ სათაურში მოხსენიებულმა ორივე ავტორმა შესტოვის აზროვნებაზე ძირეული გავლენა მოახდინა.

წიგნი შედგება 4 ნაწილისგან, ესენია: „შემეცნებითი და დამანგრეველი სამყარო (საუბრები ლევ ტოლსტოის მოღვაწეობასა და ცხოვრებაზე)“; „კირკეგორი – რელიგიური ფილოსოფოსი“; „კირკეგორი და დოსტოევსკი“; „დიდი ფილოსოფოსის ხსოვნას (ედმუნდ ჰუსერლი)“.