Fiction
ყვითელი ცდომილის მსახური
„ყვითელი ცდომილის მსახური“ ფანტასმაგორიული რომანია, რომლის ტექსტში გარეგნული აკადემიზმი შერწყმულია შინაგან ავანგარდიზმთან. ავტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სინტაქსს, თითოეული სიტყვის სიზუსტეს. ნაწარმოების გმირები მძიმე დროების რუხ ტონებში შეფერილ ლანდებს ჰგვანან. ცვალებადი და უიმედოა მათი გუნება-განწყობაც. პერსონაჟების ეგოიზმი და გაბოროტება ეპოქის დამახასიათებელ სოციალურ ავადმყოფობას ჰგავს, თუმცა განკურნებისთვის თავს მაინცდამაინც არ იკლავენ. მათი სამყარო საზოგადოების ფსკერია...