Georgian books
დღის წესრიგი
წიგნი მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზებს უტრიალებს: ჰიტლერისა და მსხვილი გერმანელი მეწარმეების ფინანსურ გარიგებას, ევროპელი ლიდერების შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ნაცისტური რეჟიმისადმი, რომელმაც ჯერ გერმანიის მრეწველობა და ბანკები დაიქვემდებარა, მერე არასასურველი ადამიანები დაადუმა ან განდევნა, ბოლოს კი უცხოური სახელმწიფოების ტერიტორიების დასაპყრობად მოიცალა. ავტორი აღწერს გერმანული ნაციზმის ულმობელ სვლას დასახული მიზნისაკენ, რამაც ევროპის უდიდესი ნაწილი მხრჩოლავ ნანგრევებად აქცია და მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.