Georgian books
ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტებისათვის - 2023
წიგნი შედგენილია 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოთხოვნათა შესაბამისად და განკუთვნილია როგორც აბიტურიენტებისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც. მასში ასახულია ის ცვლილებები, რომლებსაც მიმდინარე სასწავლო წლის პროგრამა ითვალისწინებს.
წიგნში შესულია ტექსტის რედაქტირების, საპროგრამო და არასაპროგრამო ტექსტების წაკითხულის გააზრების, წერითი დავალებებისა და შესრულებული თხზულების ნიმუშები, მოცემულია შეფასების სქემა.
გასააანალიზებელი ნაწარმოებები მოიცავს იმ საკითხებს, რომლებიც თანამედროვეობის უმთავრეს პრობლემებად მიიჩნევა და მოითხოვს გულდასმით დამუშავებასა და სათანადო ყურადღებას.
ჩვენი მიზანია, დავალების პირობით განსაზღვრული კონკრეტული პრობლემის მიხედვით აბიტურიენტებმა და მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის ანალიზი და ამ პრობლემის აქტუალურობაზე მსჯელობა.