Personal page
Log in

Welcome back! Sign in to Your Account


Send
Register

Create your very own account




Close
Search for the desired book: by title, description, ISBN, author, publisher
კაცი, რომელსაც ცოლი ქუდი ეგონა

Georgian Fiction

კაცი, რომელსაც ცოლი ქუდი ეგონა

Author
ოლივერ საკსი
Language
Georgian
ISBN
9789941118302
Pages
316
Weight
0.300   Kg
Published
2023
Format
Paperback
Description

წიგნში `კაცი, რომელსაც ცოლი ქუდი ეგონა~ ცნობილი ბრიტანელი ნევროლოგი, ოლივერ საკსი (1933-2015) აღწერს უჩვეულო შემთხვევებს მისი კლინიკური პრაქტიკიდან. მაგალითად, განათლებული, იუმორით აღსავსე მუსიკის მასწავლებლის ამბავს, რომელსაც ვიზუალური აგნოზია განუვითარდა და სახეებისა და საგნების ცნობის უნარი დაკარგა, მიუხედავად იმისა, რომ მკაფიოდ ხედავდა მათ, ან ამერიკელი მეზღვაურის შემთხვევას, რომელიც, ამნეზიის გამო, ათწლეულების შემდეგაც დარწმუნებული იყო, რომ ისევ 1945 წელი იდგა, ფლოტში მსახურობდა და ომი ახლახან დასრულებულიყო, მთვარიდან გადაღებული დედამიწის ფოტოს ნახვისას კი ეგონა, რომ უხეიროდ ეხუმრებოდნენ. ტვინის ამა თუ იმ უბნის დაზიანების მქონე ოცზე მეტი პაციენტის დაუჯერებელი ისტორიები ბევრ სამეცნიერო ნაშრომზე უკეთ გვიამბობს ადამიანის ფსიქიკისა და სულის (სიტყვა, რომელსაც საკსი, ბევრი კოლეგისაგან განსხვავებით, არ ერიდება) სიღრმეებზე.