Georgian Fiction
კასტელიო კალვინის, ანუ სინდისი ძალადობის წინააღმდეგ
ქართველი მკითხველი კარგად იცნობს შტეფან ცვაიგის შემოქმედებას. ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ ამ შესანიშნავი ავსტრიელი მწერლის ცნობილი ნაწარმოების - „სინდისი - ძალადობის, კასტელიო კალვინის წინააღმდეგ“ პირველ ქართულ თარგმანს. ამ პოლემიკური ხასიათის თხზულებაში ასახულია XVI საუკუნის რეფორმაციის პერიოდი შვეიცარიაში - ევროპის განვითარების ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელმაც, ფაქტობრივად, განსაზღვრა დღევანდელი ევროპის სახე. მწერალი განიხილავს ისეთ მარადიულ თემებს, რომლებიც არცერთი ხალხისთვის არცერთ ეპოქაში არ კარგავს აქტუალობას. პროტესტანტიზმის მამების - ჟან კალვინისა და სებასტიან კასტელიოს დაპირისპირებით ავტორი ბრწყინვალე ენით გადმოსცემს ორი განსხვავებული იდეოლოგიის დაპირისპირებას და აცოცხლებს ფანატიზმის შემზარავ სახეს.