Georgian Fiction
ბნელ წყლებში
გასული საუკუნის მიწურულს პროვინციული თეატრის დასი ჟან ჟენეს "მოახლეების" დადგმისთვის ემზადება. რეპეტიციები დაწყებულია, როცა იანვრის ერთ დილას თეატრისკენ მიმავალი მთავარი როლის შემსრულებელი გონებას კარგავს და მთელ თვეს საავადმყოფოში ატარებს. თაყვანისმცემელი გოგონების ხშირი სტუმრობით გაბეზრებული ალექსანდრე თავის საფიქრალს მისცემია. თანდათან ირკვევა, რომ მისი წარსული მტკივნეულ, ვერდავიწყებულ ამბებს ინახავს, მომავალში კი არანაკლებ მტკივნეული მოულოდნელობაა... "ბნელ წყლებში" ირმა ტაველიძის პირველი რომანია. ირმა ტაველიძე ავტორია მოთხრობების ორი კრებულისა ("ავტობიოგრაფია ფრანგულად" და "აღმოსავლეთის გამოგონება") და ესეების წიგნისა ("სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები")
დამალვა