Georgian Fiction
მებრძოლთა კლუბი
,,მებრძოლთა კლუბი'' ჩაკ პალანიკის პირველი რომანი - 1996 წელს გამოქვეყნდა. 1999-ში დევიდ ფინჩერმა წიგნის მიხედვით ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო.
,,არსად ისეთი ცოცხალი არ ხარ, როგორც ,,მებრძოლთა კლუბში''. აქ მხოლოდ შენ და შენი მეტოქე ხართ, სარდაფის ცენტრში ნათურის ქვეშ დგახართ სხვა მებრძოლებით გარშემორტყმული. ,,მებრძოლთა კლუბში'' გამარჯვებას ან მარცხს მნიშვნელობა არ აქვს. ,,მებრძოლთა კლუბი'' ცარიელი სიტყვები არაა. ხედავ პირველად მოსულ ტიპს, აშკარად ვიღაც უტრაკო ცინგლიანია. გადის ექვსი თვე და იგივე ტიპი ქვისგან გამოკვეთილი გგონია, უკვე აღარაფრის ეშინია და თავდაჯერებულია. ,,მებრძოლთა კლუბშიც'' ისმის ხმაური და ხვნეშა, როგორც სპორტდარბაზში, ოღონდ აქ გარეგნობაზე არავინ ზრუნავს. აქაც ისმის ისტერიული წამოძახილები, როგორც ეკლესიაში და, როცა კვირას შუადღით იღვიძებ, თავს გადარჩენილად გრძნობ''.