Personal page
Log in

Welcome back! Sign in to Your Account


Send
Register

Create your very own account




Close
Search for the desired book: by title, description, ISBN, author, publisher
ამბავი მგლისა და კაცისა

Georgian Fiction

ამბავი მგლისა და კაცისა

Author
იასონ ბადრიძე
Language
Georgian
ISBN
9789941118319
Pages
146
Weight
0.300   Kg
Published
2023
Format
Paperback
Description

ეს წიგნი უნიკალურ გამოცდილებაზე მოგვითხრობს – ველურ ბუნებაში მგლებთან ერთად ორწლიან ცხოვრებაზე. მისი ავტორი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მგლების იდუმალ ყოფას ეზიარა. იასონ ბადრიძე, ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, 1944 წელს თბილისში დაიბადა. დედა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მამა, კოტე მარჯანიშვილის მეგობარი და თანამოაზრე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი, თეატრალურ ინსტიტუტში სასცენო მოძრაობას ასწავლიდა. მანვე შექმნა პროფესიონალი კასკადერების პირველი ჯგუფი საქართველოში. იასონ ბადრიძე, მამის მსგავსად, აქტიურად მისდევდა სპორტს (პირველი თანრიგი ტანვარჯიშსა და სროლაში, საქართველოს ჩემპიონის წოდება ძალოსნობაში იუნიორთა შორის), რაც შემდგომ სამეცნიერო საქმიანობაში გამოადგა, როცა, მგლებთან ერთად ნადირობისას, დღეში ათობით კილომეტრის გარბენა უწევდა. სწავლობდა პირველ სკოლაში, რომლიდანაც გარიცხეს (საკონტროლო წერის ჩასაშლელად კლასში წიწაკები დაწვა და სუნთქვა შეუძლებელი გახადა). სწავლა სხვა სკოლაში განაგრძო, თან ორთქლმავალშემკეთებელ ქარხანაში მუშაობდა. სკოლის დასრულებისას უკვე მე-6 (უმაღლესი) თანრიგის ხარატი იყო. მოზარდობაშივე, მამასთან ერთად, ააგო საკუთარი კონსტრუქციის წყალქვეშა ნავი, რომელიც ბათუმში მესაზღვრეებმა ჩამოართვეს. უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას ეთოლოგიით (ცხოველთა ქცევით) დაინტერესდა, რომელსაც საბჭოთა კავშირში არ წყალობდნენ. ივანე ბერიტაშვილის რჩევით, კონრად ლორენცის ნაშრომებს გაეცნო. ამავე დროს გადაწყვიტა, მგლის ქცევა ბუნებაში შეესწავლა. სწორედ ამაზე მოგვითხრობს წიგნი – როგორ მოიპოვა ახალგაზრდა მეცნიერმა მგლების ოჯახის ნდობა, როგორ გახდა მათი სოციუმის წევრი და როგორ შეისწავლიდა მტაცებლების გამაოგნებელ უნარებს.