Georgian Fiction
ვინი ფუჰი
„ვინი ფუჰი“ საქვეყნოდ ცნობილი წიგნია. ეს წიგნი პირველად 1926 წელს გამოიცა და მაშინვე მოიპოვა ბავშვებისა და მათი მშობლების სიყვარული. დათუნია ვინის, მისი მეგობარი გოჭიკოსა და ტყის სხვა ბინადრების ამბები ალან ალექსანდერ მილნმა თავისი ვაჟის, ქრისტოფერ რობინისთვის დაწერა. მას შემდეგ „ვინი ფუჰი“ მილიონობით ბავშვის საყვარელ საკითხავად იქცა.
ძველი თარგმანისაგან განსხვავებით, რომელიც წიგნის არასრული რუსული ვარიანტიდან იყო შესრულებული, ეს გამოცემა ორიგინალის ენიდან ითარგმნა და „ვინი ფუჰის“ ორივე წიგნის სრულ ტექსტს შეიცავს.