Georgian books
მისნის ღამე
სიდნი ორი, ამ წიგნის პროტაგონისტი, სიკვდილის სასწაულით გადარჩა. თვეების შემდეგ ახალ ცხოვრებას ისე იწყებს, თითქოს ბურანშია - და აი იქ ხვდები, რომ რეალობის განცდადაკარგულს, ფიზიკურად სრულიად გამოფიტულს, ქუჩაში ექიმის რჩევით ჯიუტად მოლასლასე ადამიანს რეალობა სულ სხვანაირად წარმოუდგება. ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მყარი, თავისთავად მისაღები, მკვიდრად ფესვგადგმული ჩანს, მისთვის აუტანლად მძიმე და დიდია (თავის ლამის უსახეულო არსებობასთან შედარებით), ყველა როლი ცხოვრებაში - განსაკუთრებული, მწერლის ხელობა კი - ერთადერთი გასაღები, რომლის მეშვეუბითაც ხელახლა შეძლებს რეალობაში შესვლას.