Georgian Fiction
პრაღის სასაფლაო
ოკულტისტები, სატანისტები, მასონები, იეზუიტები, რევოლუციონერები, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურები, ანტისემიტიზმის აფეთქებისა და ფაშისტური ისტერიის ზღვარზე მყოფი ევროპა, კონსპირაციული თეორიები, მსოფლიო შეთქმულების შიში... სრულიად დაუჯერებელი და ამავე დროს რეალურად არსებული პერსონაჟებით სავსე, წარმოუდგენელი ინტრიგებით ნაქარგი სიუჟეტი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. რომანის ერთადერთი გამოგონილი პერსონაჟი სიმონინო სიმონინია. გამოგონილი, მაგრამ ყველაზე ნამდვილი.