Personal page
Log in

Welcome back! Sign in to Your Account


Send
Register

Create your very own account




Close
Search for the desired book: by title, description, ISBN, author, publisher
მონტესორი 5 წლიდან (ლოგიკა, მათემატიკა)

Non - Fiction

მონტესორი 5 წლიდან (ლოგიკა, მათემატიკა)

Author
ეკა სუმბათაშვილი
Language
Georgian
ISBN
9789941373787
Pages
126
Weight
0.565   Kg
Published
2023
Format
Paperback თხელყდიანი
Description

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკისა და სინგაპურის მეთოდის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობების მიზანია, ბავშვებს მათემატიკისადმი ინტერესი გაუღვიძოს. დავალებები თანდათან რთულდება, ამიტომ რეკომენდებულია მათი მრავალჯერ შესრულება.

 

აქტივობების რვეული მოიცავს სამ ძირითად ეტაპს:

  1. კონკრეტულს: ბავშვი ნივთების (სამუშაო ბარათები, სათამაშო კუბები…) გამოყენებით ეცნობა რაოდენობის, სიმრავლის და ა.შ. ცნებებს.
  2. წარმოსახვითს: ბავშვი გრაფიკული ფორმით (ნახატებით, ცხრილებით) წარმოიდგენს რიცხვებს და იმ ყოფით გარემოებებს, როცა მათემატიკას ვიყენებთ.
  3. აბსტრაქტულს: ბავშვის კონკრეტული და წარმოსახვითი წარმოდგენები თანდათან გარდაიქმნება მათემატიკურ ოპერაციებად.

 

რვეულის დახმარებით, ბავშვი:

აღმოაჩენს და აითვისებს ახალ ცნებებს აქტივობებით, რომელთა შესასრულებლად უმთავრესია ზეპირი მსჯელობა; გაეცნობა რიცხვებს (1-იდან ჯერ 3-ის, შემდეგ 6-ის და, ბოლოს, 10-ის ჩათვლით), ზომას, სიგრძესა და სიმაღლეს, გეომეტრიულ ფიგურებს, შეკრება-გამოკლების საფუძვლებს.

განიმტკიცებს ცოდნას აქტივობებით, რომელთა შესრულებას სჭირდება რაოდენობების სქემატურად გამოსახვა და მათი წარმოდგენა მათემატიკური სიმბოლოებით.

გამოიყენებს ამოსაჭრელ მასალას: საანგარიშო ზოლებს, რიცხვებიან ბარათებს, კუბებს, გეომეტრიულ ფიგურებს და ა.შ., რაც დაეხმარება მას, ადვილად დაძლიოს სწავლის კონკრეტული და წარმოსახვითი ეტაპები.