Personal page
Log in

Welcome back! Sign in to Your Account


Send
Register

Create your very own account




Close
Search for the desired book: by title, description, ISBN, author, publisher
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა

Fiction

ჩარლი და შოკოლადის ქარხანა

Author
როალდ დალი
Language
Georgian
ISBN
9789941309410
Pages
176
Weight
0.220   Kg
Published
2022
Format
Paperback თხელყდიანი
Description

მისტერ ვილი ვონკა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო საკონდიტრო ქარხნის მფლობელია, აცხადებს კონკურსს შემდეგი პირობით: ხუთი იღბლიანი ბავშვი, რომელსაც შოკოლადის ფილაში მომგებიანი ბილეთები შეხვდება, შეძლებს ამ საოცარი ქარხნის დათვალიერებას, ხოლო ერთი მათგანი იმდენ შოკოლადს მოიგებს, რომ მთელი სიცოცხლე ეყოფა!

ჩარლი ბაკეტი, პატარა ბიჭი ღარიბ-ღატაკი ოჯახიდან, რომელსაც იმის საშუალებაც კი არა აქვს, რომ ყველაზე უბრალო შოკოლადის კანფეტი შეიძინოს, შემთხვევით პოულობს მომგებიან ბილეთს და ნანატრ ქარხანას ეწვევა.

რას არ ნახავთ მისტერ ვილი ვონკას შოკოლადის ქარხანაში: სრულიად განსხვავებულ, უგემრიელეს და უმშვენიერეს ფილებს, მარადიულ კანფეტებს, ოთხკუთხა ტკბილეულს, რომელიც მრგვალი გეჩვენება, და უამრავ სხვა ჯადოსნურ ნუგბარს.

შეუერთდი ჩარლის და იღბლიანი ბილეთის კიდევ ოთხ მფლობელს, იმოგზაურე ვონკას შოკოლადის ქარხანაში და გაიგე, რა გასაოცარი ამბები გადახდათ თავს ბავშვებს.

მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.