Georgian books
მუხრანის ლეგენდა
წიგნის " მუხრანის გაცოცხლებული ლეგენდის" წყალობით, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოდის ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი თუ მანამდე უცნობი მოვლენა. მიუხედავად იმისა რომ მუხრანბატონთა საგვარეულომ უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში, დღემდე ამ გვარის დამსახურებათა შესახებ არათუ სამეცნიერო გამოკვლევა, სათანადო საცნობარო ლიტერატურაც კი არ არსებობდა.
ავტორმა მუხრანბატონთა საგვარეულოს მატიანეც გამოსცა და პარალელურად მე-19 საუკუნის საქართველოს ეკონომიკური ისტორიაც შეისწავლა, სადაც განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მეღვინეობას.







