ქართული საბავშვო წიგნები
100 თავსატეხი ყველაზე პატარებისთვის
• იპოვე და შემოხაზე…
• გადახაზე ზედმეტი…
• დააწყვილე ერთნაირები…
• გააფერადე…
• დახატე…
ეს მცირე ჩამონათვალია ძალიან სახალისო დავალებებისა, რომლებსაც ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებული აერთიანებს. წიგნში თავმოყრილი თავსატეხები თანდათან რთულდება, თუმცა სრულად შეესაბამება ბავშვის ასაკს. შერჩეული თავსატეხები სხარტ, ლოგიკურ აზროვნებას, ვიზუალურ მეხსიერებასა და მოტორულ უნარ-ჩვევებს განუვითარებს პატარებს.







