პირადი გვერდი
ავტორიზაცია

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! შედით თქვენს ანგარიშზე


გაგზავნა
რეგისტრაცია

შექმენით თქვენი საკუთარი ანგარიში




Close
მოძებნეთ სასურველი წიგნი: გამოიყენეთ სათაური, აღწერა, ISBN, ავტორი, გამომცემლობა

სერვისები

Prospero გთავაზობთ ბევრად უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ წიგნები. ეს შესანიშნავი ადგილია დასვენებისთვის, სოციალიზაციისთვის, გასართობად . ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი. თუ ეძებთ სპეციალურ ღონისძიებებს, ეწვიეთ ახალი ამბების გვერდს.

სასაჩუქრე ბარათი

„პროსპეროს ბუქსის“  სასაჩუქრე ბარათი  შესანიშნავი საჩუქარია თქვენი მეგობრებისა  თუ  ოჯახისთვის. მისი შეძენა შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე ან უშუალოდ  მაღაზიაში (რუსთაველის გამზ. 34). აირჩიეთ ნებისმიერი თანხის ერთი ან რამდენიმე სასაჩუქრე ბარათი  და  გაუგზავნეთ  თქვენს ახლობელს.ეს ბარათი მიმღებს შეუძლია გამოიყენოს „პროსპეროს ბუქსის“ ნებისმიერი პროდუქციის შესაძენად. გადახდისას მიმღებმა უნდა შეიყვანოს ის კოდი, რომელსაც მიიღებს  ელექტრონულ მისამართზე. გაგრძელება

PBY-ის წევრობა

„პროსპეროს ბუქსის“  წლიური საწევროს (PBY)  ღირებულებაა 50 ლარი  PBY  წევრებს ეკუთვნით 10%-იანი ფასდაკლება  „პროსპეროს ბუქსის“ ყველა  პროდუქციაზე 1 წლის განმავლობაში.  წევრები იღებენ ასევე  შეტყობინებას სიახლეებისა და ღონისძიებების შესახებ. პროდუქციის შეძენისას წევრებმა უნდა წარადგინონ  PBY-ის ბარათი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ ისარგებლებენ პრივილეგიით.  აღნიშნული  პრივილეგია არ ვრცელდება მესამე პირზე.  PBY-ის ბარათი  არ მოქმედებს სასაჩუქრე ვაუჩერის შეძენის დროს. (მაგრამ შესაძლოა PBY-ის ბარათის გამოყენება სასაჩუქრე ბარათით შესყიდვების დროს)    გაგრძელება

სპეციალური შეკვეთები

თუ ეძებთ რაიმე განსაკუთრებულ წიგნს და ვერ პოულობთ ვებ-გვერდზე, ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით მის მოძებნაში. „პროსპეროს ბუქსს“ გააჩნია შეკვეთის საგანგებო სერვისი, რომელიც ემსახურება მომხმარებელს მთელს მსოფლიოში.ჩვენ მზად ვართ მოვიძიოთ თქვენთვის სასურველი როგორც ინგლისურენოვანი, ასევე ქართულ ენაზე გამოცემული წიგნები. სპეციალური შეკვეთებისთვის  საფასური გადახდილი უნდა იქნეს წინასწარ. გაგრძელება

მეორადი წიგნები

„პროსპეროს ბუქსი“ იძენს მეორად წიგნებს. თქვენ მიერ შემოთავაზებული მეორადი წიგნები შეგიძლიათ გადაცვალოთ  "პროსპეროს“  კრედიტზე" ( შეფასებული თანხის დეპოზიტზე), რომელსაც მაღაზიის ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას გამოიყენებთ. ამავდროულად  ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ წიგნი ჩვენი პირობებით  შევაფასოთ ან უარი ვთქვათ რომელიმე წიგნის შეძენაზე   უმეტეს შემთხვევაში, მეორადი წიგნები ფასდება შემდეგნაირად: სარეალიზაციო ფასის 25% - თხელყდიანი წიგნისთვის კარგ მდგომარეობაში   სარეალიზაციო ფასის 20% -სქელყდიანი წიგნისთვის   სარეალიზაციო ფასის 50% -იმ მეორადი წიგნებისთვის, რომლებიც „პროსპეროს ბუქსში“ იქნა შეძენილი.  გაგრძელება

საბავშვო საათი

1672714788.jpg
„პროსპეროს ბუქსი“ შესანიშნავი ადგილია თქვენი ბავშვების გასართობად და ძალიან ხელსაყრელია, როცა ერთი თუ ორი საათით შესვენება გჭირდებათ ან საკუთარი საქმით ხართ დაკავებული. პატარებისთვის ჩვენ გთავაზობთ მათთვის განკუთვნილი ლიტერატურის წაკითხვას, უბრალოდ ამბების მოყოლას, სხვა მრავალფეროვან აქტივობას, მოზრდილ ბავშვებს კი შეუძლიათ დაათვალიერონ და თავად მოიძიონ მათთვის საინტერესო ნებისმიერი რამ, წიგნები იქნება ეს თუ წვენი და ნამცხვრები ... არჩევანი დიდია და გართობა გარანტირებულია! ლოდინის დროს მშობლებმა შეიძლება კალიბანის ყავით და კექსით შეიქციონ თავი და დაათვალიერონ ჩვენი წიგნები. ყოველ კვირას, 12 საათზე. რატომ არის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი ამბის მოყოლა ► ამბის მოყოლა მშვენიერი გზაა ბავშვის ფანტაზიის გასავითარებლად. პატარებისთვის საინტერესო სიუჟეტის თხრობა საშუალებას გვაძლევს ცოტა ხნით "დავარღვიოთ წესები" და „გადავლახოთ“ ჩვეული ცხოვრების რეალობის საზღვრები. ეს თავისუფალ აზროვნებას აღვივებს და საინტერესოა ბავშვებისთვის, რომელთა ცხოვრებაც მშობლების წესებით არის განსაზღვრული. ამბის მოყოლა მოითხოვს ბავშვის ყურადღებას და უვითარებს შინაგან წარმოსახვას. ტელევიზორის ან ფილმების ყურებისგან განსხვავებით, მოყოლილი ამბების მოსმენისას ბავშვების რეაგირება მაჩვენებელია თუ როგორ იგებენ ნათქვამს და როგორ წარმოიდგენენ ამბავს ვიზუალურად. ► ამბის მოყოლას პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობაც გააჩნია. მაგალითად, ზოგი ამბის პერსონაჟი განსაცდელშია და საკუთარი თავის ან სხვების გადასარჩენად უწევს შემოქმედებითად ფიქრი. ბავშვი მასთან ერთად ფიქრობს და ეძებს გზებს ცხოვრებაში არსებული სირთულეების გადასალახად. ამბის მოყოლა ბავშვებს უქმნის უს გაგრძელება

მაგიდის დაჯავშნა

როგორ დავჯავშნოთ მაგიდა მთელი დღით: დარეკეთ ადრე 995 32 2 92 35 92 დარეკეთ დადასტურებითვის 995 32 2 92 35 92 განახორციელეთ გადახდა  დაჯავშნა გადახდილი თანხა შეიძლება გამოყენებულ იქნას სასმელისა და საკვების შესაძენად და გამოყენებული იქნეს ნებისმიერ დროს გაგრძელება